დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ქრონიკული ბრონქიტის დროს პირშუშხა და ლიმონი დაგეხმარებათ

აქტიური მწეველი ვიყავი, მაგრამ ჯანმრთელობა გამიუარესდა და იძულებული გავხდი, სიგარეტისთვის თავი დამენებებინა. დამრჩა ქრონიკული ხველა, რომელიც, მრავალრიცხოვანი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით მოვიშორე. თბილისის მახლობლად აგარაკი მაქვს. მეზობელს ეზოში პირშუშხა უთესია. სწორედ მან მირჩია ხველის საწინააღმდეგოდ ამ მცენარის გამოყენება. ვცადე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი.

* 150 გრამი პირშუშხას ფესვი და 3 ცალი კანიანი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ.

მაია თაბუაშვილი, თბილისი

გაციებისას ბოლოკის წვენი და თაფლი სინჯეთ

უქმეებზე მეგობარს ვესტუმრე ქალაქგარეთ. როგორც ჩანს, ზედმეტად გავუთამამდი ამინდს და გავცივდი. არც აფთიაქი იყო ახლოს და არც წამლები მქონდა წაღებული, ამიტომ შველისთვის ისევ ბუნებას მივმართე:

* ავიღე თანაბარი ოდენობის ბოლოკის წვენი და თაფლი, კარგად ავურიე და ვსვი თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

თქვენც სცადეთ, გაციების უებარი წამალია.

როსტომ კაკულია, ბათუმი

პროსტატის ადენომას შეიძლება მცენარეებითაც მოერიოთ

რამდენიმე წლის წინ გახშირებულმა შარდვამ შემაწუხა. ღამღამობით ხშირად ვდგებოდი საპირფარეშოში გასასვლელად. მივმართე ექიმს, დამისვეს პროსტატის ადენომის დიაგნოზი. თანამშრომელმა, რომელსაც იგივე პრობლემა ჰქონდა, მასწავლა მცენარეული წამლის დამზადება, რომელმაც მართლაც მომგვარა შვება:

* წვრილად დაკეპეთ ან დაფქვით და ერთმანეთში აურიეთ 4 სუფრის კოვზი მრავალძარღვას ფოთოლი და 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი. 3 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, 2 საათის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ნოდარ ლილუაშვილი, ქუთაისი