ფილტვების ბულოზური ემფიზემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვების ბულოზური ემფიზემა

- ეს არის სასუნთქი სისტემის დაავადება, რომელსაც სუნთქვის დარღვევამდე მივყავართ. ამ დროს ალვეოლური სტრუქტურა ირღვევა, ალვეოლების კედლები იშლება, დარჩენილ კედლებში მცირდება ფილტვის კაპილარების რიცხვი, ფილტვების არტერიოლებში ვითარდება სკლეროზული ცვლილებები, რაც, თავის მხრივ, ამცირებს აირთა ცვლისთვის საჭირო ფართობს, არღვევს ჟანგბადის მიწოდებას და ნახშირორჟანგის გამოყოფას, აფერხებს არავენტილირებადი კერების სისხლით მომარაგებას. მოგეხსენებათ, სუნთქვის დროს ჰაერი ცხვირიდან გადადის სასულეში, იქიდან ბრონქებში ხვდება, საბოლოოდ კი ფილტვებში. ვინაიდან ორგანიზმიდან ნახშირორჟანგის გამოყოფა დარღვეულია, ხოლო სისხლში ნაკლები ჟანგბადი ხვდება, ვითარდება გულის უკმარისობა.

- რისი ბრალია ეს ცვლილებები?

- ფილტვის ემფიზემით დაავადებულთა უმრავლესობა მწეველია. ბულოზური ემფიზემა შესაძლოა ვირუსულმა ან ბაქტერიულმა ბრონქიტმაც გამოიწვიოს. ქრონიკული ბრონქიტის დროს ბრონქები შუპდება, სასუნთქი გზები ვიწროვდება, ფილტვებისკენ ჰაერის გადაადგილება ძნელდება და იქმნება ანთებითი პროცესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. ფილტვის ქსოვილის დაზიანებისა და ბულოზური ემფიზემის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია ჰაერის დაბინძურება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი დროის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ემფიზემა ხშირად მიმდინარეობს ქრონიკულ ბრონქიტთან ერთად. ამ ორი დაავადების თანხვედრისას საუბრობენ ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე (ფქოდ).

- რა სიმპტომებით ვლინდება ეს დაავადება?

- თავდაპირველად ავადმყოფი შესაძლოა არაფერს უჩიოდეს. პრობლემა თვალსაჩინო ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფილტვის ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილი ზიანდება.

ფილტვების ბულოზური ემფიზემის სიმპტომებია:

  • ქოშინი;
  • ნახველიანი ხველა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით - ფიზიკური დატვირთვის დროს;

შედარებით იშვიათად:

  • გულისრევა;
  • უმადობა;
  • სწრაფი დაღლა სუნთქვის მუდმივი გაძნელების გამო.

როგორც უკვე ითქვა, სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითებამ შესაძლოა გულთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, ხელ-ფეხის ფრჩხილები ფერს იცვლის. შეინიშნება მსტვენი სუნთქვა და მდგრადი ხიხინიც, რაც სასუნთქი გზების შევიწროებაზე მიუთითებს.

- შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების მკურნალობა?

- მკურნალობის ტაქტიკა ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი უპირველესი მიზანი ანთების შემცირება და დარღვეული აირთა ცვლის მოწესრიგებაა. ფილტვების ბულოზური ემფიზემა, განურჩევლად დაავადების სტადიისა, განვითარებისა და ეტიოლოგიისა, კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს. სამწუხაროდ, ემფიზემის განვითარების ყველაზე ადრეულ ეტაპზე გადიდებული ალვეოლები და ფილტვის ქსოვილის ცვლილება შეუქცევადია. ბაქტერიულ ინფექციას, ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. შესაძლოა დაინიშნოს სტეროიდების ინჰალაციაც. თუ სუნთქვის დარღვევამ უკანასკნელ სტადიას მიაღწია, შესაძლოა დაიწყოს ფილტვის ქსოვილის დაშლა, გულმკერდის კედელსა და ფილტვებს შორის ჰაერი დაგროვდეს და ფილტვის ფუნქციობა შეიზღუდოს. ეს საკმაოდ მძიმე პრობლემაა და მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას, რომლის მიზანიც ჰაერის ანომალიური დაგროვების აღმოფხვრაა. ფილტვების ბულოზური ემფიზემა საკმაოდ საშიშ დაავადებად არის მიჩნეული. თამბაქოს წევა დღესდღეობით მის ძირითად მიზეზად მოიაზრება. მწეველმა უარი უნდა თქვას ამ დამღუპველ ჩვევაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა ამაო იქნება. საუკეთესო შედეგის მისაღებად მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ინიშნება სუნთქვითი ვარჯიშებიც აირთა ცვლის გასაუმჯობესებლად.

ამრიგად, მკურნალობა მოიცავს:

  • თამბაქოზე უარის თქმას;
  • მედიკამენტურ თერაპიას მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის;
  • სუნთქვით ვარჯიშებს, ფიზიკურ აქტივობას სუფთა ჰაერზე;
  • აპარატულ მეთოდებს;
  • წყლის პროცედურებს: შხაპს, აბაზანას, ცურვას, - რათა კანი აქტიურად სუნთქავდეს;
  • რაციონალურ კვებას.

- ეს ყველაფერი აუცილებელია წარმატებული მკურნალობისთვის. როგორია დაავადების პროგნოზი?

- ვინაიდან დაავადება დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დიაგნოზს საკმაოდ გვიან სვამენ, რაც მდგომარეობის მძიმე სტადიაში გადასვლას უწყობს ხელს. ამ დროს განკურნება საკმაოდ ძნელია, თუ შეუძლებელი არა. არ არის გამორიცხული, საქმე ინვალიდობამდე და ლეტალურ დასასრულამდეც კი მივიდეს. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთაა, უწინარესად კი ვერიდოთ თამბაქოს და, საზოგადოდ, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს არ არის ლიტონი სიტყვები - უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების დაცვით მართლაც შევინარჩუნებთ ჯანმრთელობას და მრავალ გამოუსწორებელ პრობლემას ავიცილებთ თავიდან.