თმა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმა და მასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

ამჟამად საქართველოში დერმატოლოგიურ დაავადებათა 1% სწორედ ალოპეციის წილად მოდის. გამელოტებას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის - ნერვულ გადაძაბვას, სტრესსა და შოკს. ისინი ბიძგს აძლევენ დარღვევებს, რომელთა გამო თმა ცვენას იწყებს. ასიდან 80-ზე მეტ შემთხვევაში ალოპეცია სწორედ სტრესის შემდეგ ვითარდება.

ნერვულ შოკს ენდოკრინული დარღვევები მოსდევს, რაც, თავის მხრივ, თმის ცვენას განაპირობებს. ძლიერ ფსიქიკურ ტრავმას ხშირად ტოტალური ალოპეციაც კი მოჰყვება. სტრესთან ბრძოლის საყოველთაოდ მიღებული მეთოდი არ არსებობს. მიდგომა ადამიანის ფსიქიკაზე, მის ბუნებასა და თვითკონტროლის უნარზეა დამოკიდებული. ასაკოვანი მამაკაცების უმრავლესობა დროთა განმავლობაში ეგუება ამ ნაკლს. ის კი არა, ბოლო ხანს სიმელოტე მოდურად და სექსუალურადაც კი მიიჩნევა.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოკითხვა ჩატარდა იმის გასარკვევად, რამდენად აწუხებთ ქალებს პარტნიორი მამაკაცების გამელოტება. აღმოჩნდა, რომ ევროპელი ქალები ამას მტკივნეულად განიცდიან, ქართველებს კი ეს ამბავი მაინცდამაინც არ ადრდებთ, პირიქით, მოსწონთ კიდეც. გამელოტებას განსაკუთრებით ახალგაზრდები განიცდიან. ბევრს ეს კომპლექსსაც კი უჩენს. ზოგი მუდამ ქუდით ან ბენდენით დადის. ნუ დაუშლით და ნურც ირონიულ შენიშვნებს მისცემთ - ისინი ხომ ისედაც დათრგუნულნი არიან. უმჯობესია, გაამხნეოთ, გაუღვივოთ საკუთარი თავის პატივისცემა და აგრძნობინოთ, რომ ქოჩრის შეთხელებით ქვეყანა არ იქცევა. გაცილებით მძიმეა თმაგაცვენილი ქალებისა და გოგონების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ისინი ვერ უმკლავდებიან არასრულფასოვნების განცდას, დეპრესია ეუფლებათ, გაურბიან ხალხს და საკუთარ თავში იკეტებიან. განსაკუთრებით უჭირთ მამაკაცებთან ურთიერთობა, ეჩვენებათ, რომ აღარც მომხიბვლელნი არიან და ვეღარც ვისიმე მოწონებას დაიმსახურებენ. ასეთ დროს მათ ახლობლების, მეგობრების, ოჯახის წევრების თანადგომა სჭირდებათ, მაგრამ არც თავად უნდა ჩაიქნიონ ხელი, არ უნდა შეეგუონ აზრს, რომ ვეღარასოდეს იქნებიან უწინდებურად მომხიბვლელნი. დღეს მდგომარეობის გამოსასწორებლად უამრავი გზა არსებობს: შეიძლება თმის გადანერგვა, სასურველი ფერისა და სტილის პარიკის მორგება. ტოტალური ალოპეციის შემთხვევაში, როცა წარბებიც და წამწამებიც ცვივა, შეგვიძლია პერმანენტულ მაკიაჟს მივმართოთ და ბუნებრივი ხიბლი დავიბრუნოთ.

არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ ქალებსაც, რომელთაც ჭარბთმიანობა აწუხებთ. ყველა დროსა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდა, მაგრამ თმა ქალის სხეულზე ესთეტიკურად არავის მიუჩნევია. ყველა ქალი არასასურველ თმასთან ბრძოლას ყმაწვილობიდანვე იწყებს. ბევრი ამას არასწორად აკეთებს და უნდა იცოდეს, რომ ასე პრობლემას ვერ მოევლება. დღეს ჭარბთმიანობის პრობლემის მოგვარების უამრავი ეფექტური მეთოდი არსებობს, თუმცა ამისთვის გამოცდილ სპეციალისტს უნდა მიმართოთ. მეთოდების უმრავლესობა უვნებელია და მაღალეფექტურიც. ამრიგად, დეპრესიის საფუძველი არ არსებობს.

ასე რომ, გულს ნუ გაიტეხთ - არც თმის ცვენა და არც ჭარბთმიანობა ქვეყნიერების აღსასრულს არ ნიშნავს. სძლიეთ თავს, ხელი მიჰყავით სპორტს ან სხვა გატაცება გაიჩინეთ, მაქსიმალურად დახარჯეთ ენერგია. ეს სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, განიტვირთოთ აქტიური ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე სეირნობითა და მეგობრებთან ურთიერთობით. თქვენ უამრავი შესანიშნავი თვისება გაქვთ, რომელთა გამოც უყვარხართ ახლობლებსა და მეგობრებს, საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან, დაიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და კვლავ იგრძნოთ სიცოცხლის ხიბლი. ისწავლეთ სიცოცხლით ტკბობა და ვერავითარი ნაკლი და კომპლექსი ვერ მოგერევათ.