მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ტოპ-10 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცთა ყველაზე საშიში დაავადებების ტოპ-10

ამ დაავადებით ავადმყოფობენ 20-40 წლის მამაკაცები. მოწევასთან ერთად რისკის ფაქტორებია ქვედა კიდურების გადაცივება, ქრონიკული მოწამვლა, ნერვული სისტემის ხანგრძლივი გადაძაბვა და დაზიანება. თამბაქოსმიერი განგრენა მეტად საშიში დაავადებაა. საწყის სტადიებზე ის ფეხების ტკივილით, სიარულის დროს სწრაფი დაღლით, კუნთების კანკალით ვლინდება. შემდეგ ტერფებზე ჩნდება წყლულები, კანი თხელდება და სკდება. დაავადების უკანასკნელი სტადია განგრენაა - ტერფის ქსოვილები კვდება. ხშირად განგრენა ელვისებურად მოიცავს ფეხის დიდ ნაწილს და საჭირო ხდება ქვედა კიდურის სასწრაფო მოკვეთა მუხლის სახსრის ზემოთ. შედეგად გარეგნულად ჯანმრთელი ადამიანი უნარშეზღუდულის ეტლს ეჯაჭვება.

9. მეფეთა დაავადება

ჰემოფილიას მეფეთა დაავადებას უწოდებენ. ისტორიამ ამის არაერთი მაგალითი შემოგვინახა. ჰემოფილიის დროს სისხლის შედედების უნარი ირღვევა. ნებისმიერი დაჟეჟილობა, რომელიც ჯანმრთელ ადამიანთან მცირე სილურჯით თუ ვლინდება, ჰემოფილიით დაავადებულებთან დიდი ზომის ჰემატომას (სისხლჩაქცევას) იწვევს. შინაგანი სისხლდენა მხოლოდ მას შემდეგ ჩერდება, რაც გადაბერილი სისხლიანი “სიმსივნე” საკმაოდ გაიზრდება და სისხლის ნაკადს წნევის სხვაობა შეაჩერებს. შემდეგ ჰემატომა ნელ-ნელა გაიწოვება. გენი, რომელიც ჰემოფილიის გამოვლენაზეა პასუხისმგებელი, სქესთანაა დაკავშირებული. ამის გამო მეფეთა დაავადება უმთავრესად მამაკაცებს ემართებათ. თანამედროვე მედიცინა მას სპეციალური ინექციებით აკონტროლებს, რაც ჰემოფილიით დაავადებულებს საკმაოდ უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

8. კიბო

კიბო ქალებსაც ემართებათ და მამაკაცებსაც, მაგრამ მამაკაცები ონკოლოგიური დაავადებების სპეციფიკური ფორმებითაც ავადდებიან, რომლებიც დაკავშირებულია რეპროდუქციულ სისტემასთან. ესენია პროსტატის კიბო და სათესლეების კიბო. სტატისტიკის თანახმად, მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან ფილტვების, კუჭისა და ნაწლავების კიბოთი. ექიმები ამტკიცებენ, რომ ეს მამაკაცთა უმრავლესობის ცხოვრების წესითაა განპირობებული: ისინი ბევრს ეწევიან, არასწორად იკვებებიან და ჯანმრთელობაზე ზრუნვას სისუსტის გამოვლენად მიიჩნევენ.

7. შაქრიანი დიაბეტი

ამ უკურნებელი დაავადების გამოვლენის რისკი მამაკაცებში 40 წლის შემდეგ ძალიან მაღალია. ცხიმოვანი ქსოვილის დიდი რაოდენობით დაგროვებას მუცლის მიდამოში (“ლუდისმიერი მუცელი”), სმას, სიგარეტის წევას, მაღალ არტერიულ წნევას, არააქტიურ (ნაკლებმოძრავ) ცხოვრების წესს მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე მივყავართ. დიაბეტი საკმაოდ აქვეითებს ადამიანის ცხოვრების დონეს, ხოლო ნებაზე მიშვების შემთხვევაში ათეროსკლეროზს, თირკმლის უკმარისობას, მხედველობის გაუარესებას, კიდურების დამბლას და სიკვდილსაც კი იწვევს.

6. ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა ადვილად გადააქვთ ბავშვებს. გამოჯანმრთელებული ადამიანები სამუდამოდ იძენენ მყარ იმუნიტეტს. ასეთივე იმუნიტეტს აყალიბებს ჩუტყვავილას ვირუსსაწინააღმდეგო ვაქცინაცია. მაგრამ თუ რაიმე მიზეზით ადამიანმა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ვერ შეიძინა, ზრდასრულ ასაკში ეს დაავადება საკმაოდ მძიმედ გამოვლინდება, განსაკუთრებით - მამაკაცებთან: მასიური გამონაყარით, ძლიერი ქავილით, ტემპერატურის მომატებით, თავისა და წელის ძლიერი ტკივილით. დიდია გართულებათა რისკიც, მათ შორის - ენცეფალიტისაც. ზრდასრულ ასაკში ჩუტყვავილას გამო სიკვდილიანობა არცთუ მცირეა.


5. კუნთების დისტროფია

1853 წელს აღწერილი დიუშენის კუნთების დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომლის სიმპტომებია კუნთების ატროფია. ჩონჩხის არასწორი ზრდა, ხერხემლის დეფორმაცია. რეფლექსები იცვლება ან იკარგება, შეინიშნება განვითარებაში ჩამორჩენა (ოლიგოფრენიამდე). დაავადება ვაჟებთან 4-ჯერ ხშირად გვხვდება, ვიდრე გოგონებთან. ის სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ვლინდება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უკურნებელი დაავადებაა, რომლის მკურნალობაც ცხოვრების დონის შენარჩუნებისკენ არის მიმართული. პაციენტები ახალგაზრდები იხოცებიან გულის პათოლოგიებით.

4. მამაკაცთა გულის დაავადებები

მამაკაცის სქესი გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკფაქტორია. 35-44 წლის ასაკში ქალზე 5-ჯერ მეტი მამაკაცი იღუპება ამ დაავადებით. გულის იშემიური დაავადების დროს სისხლით არასაკმარისი მომარაგების გამო ირღვევა გულის კუნთის (მიოკარდიუმის) მუშაობა. გულის იშემიური დაავადება გულის დაავადების სხვადასხვა კლინიკურ ფორმას მოიცავს, მათ შორის - სტენოკარდიას, მიოკარდიუმის ინფარქტს, კარდიოსკლეროზს, უეცარ კორონარულ სიკვდილს და სხვა. ყველა ეს ფორმა მეტად სახიფათოა, ისინი საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს.

3. აუტიზმი

აუტიზმით დაავადებული ვაჟი გოგონაზე 4-ჯერ მეტია. დაავადება სიცოცხლის პირველსავე წლებში ვლინდება და უცნაური ქცევა, ერთი და იმავე მოძრაობების სტერეოტიპული განმეორება, ინტერესთა წრის შემოფარგვლა და სიახლის შიში ახასიათებს. აუტიზმის მიზეზები ჯერჯერობით ბოლომდე არ არის დადგენილი. არსებობს რამდენიმე თეორია - დაწყებული გენების მუტაციით, დამთავრებული ვერცხლისწყლით მოწამვლით ვაქცინაციის დროს სიცოცხლის პირველ წლებში. სამეცნიერო წრეებში ამ დაავადების მიზეზების შესახებ საერთო აზრი არ არსებობს. აუტიზმი უკურნებელია. მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ავადმყოფებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. არსებობენ ზრდასრული აუტისტები, რომლებმაც საკუთარი თავის მოვლა და საზოგადოებასთან თანაარსებობა ისწავლეს, თუმცა თანამედროვე, მუდმივად ცვალებად სამყაროში ცხოვრება ასეთ ადამიანებს ძალიან უჭირთ.

2. ალკოჰოლიზმი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალკოჰოლიზმი 1952 წელს აღიარა დაავადებად. ის სპირტიანი სასმელებისადმი დაუოკებელი სწრაფვით, სმაზე კონტროლის დაკარგვით, ალკოჰოლის მიჩვევით, მძიმე ფსიქოფიზიკური შედეგებით ვლინდება. მამაკაცები ალკოჰოლიზმით ქალებზე ხშირად იტანჯებიან. სტატისტიკის თანახმად, მამაკაცების მეექვსედი ყოველდღე იღებს ალკოჰოლს. ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენება გასტრიტს და პანკრეატიტს, ღვიძლის ციროზს და ალკოჰოლურ ჰეპატიტს, საყლაპავის, კუჭისა და სწორი ნაწლავის კიბოს და გულის ქრონიკულ უკმარისობას იწვევს. გარდა ამისა, ალკოჰოლიზმს მძიმე ფსიქიკურ დარღვევებამდეც მივყავართ - ალკოჰოლურ ფსიქოზამდე, პიროვნების მუდმივ დეგრადაციამდე და სხვა. ალკოჰოლიზმი არღვევს ადამიანის სოციალურ კავშირებს, სპირტიანი სასმელების გავლენით ხდება სასტიკი დანაშაულები, მათ შორის - ოჯახებში ძალადობა და მკვლელობა.

1. მძინარე მზეთუნახავი

დაავადება “მძინარე მზეთუნახავი” ანუ კლეინ-ლევინის სინდრომი უმეტესად 13-19 წლის მამაკაცებთან გვხვდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ძილიანობა და ქცევის დარღვევა. დღის დიდ ნაწილს დაავადებული ძილში ატარებს, სიფხიზლის პერიოდში გაღიზიანებულია, დეზორიენტირებული, აპათიური, გამუდმებით შია. მამაკაცები ხშირად ამჟღავნებენ ჰიპერსექსუალურ ქცევას, აქვთ ჰალუცინაციები, ამნეზია, სიზმარი და სინამდვილე ერთმანეთში ერევათ. “მძინარე მზეთუნახავის” სიმპტომები 3-6 თვეში ერთხელ ვლინდება და რამდენიმე დღე გრძელდება. გამწვავების შემდეგ ადამიანი სავსებით ჯანმრთელად გამოიყურება. ამ უცნაური სინდრომის მიზეზი უცნობია. არსებობს მონაცემები, რომელთა თანახმადაც ის პუბერტატულ პერიოდს უკავშირდება. შესაძლოა, მიზეზი თავის ტვინის პათოლოგიაც იყოს. შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადება ასაკთან ერთად გაივლის.