ცრემლებით რომ არ შევხვდეთ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ცრემლებით რომ არ შევხვდეთ
ცრემლებით რომ არ შევხვდეთ

გაზაფხული მზისა და სითბოს სიუხვით გვანებივრებს, მაგრამ ყველას როდი ახარებს მისი მოსვლა - მალე დადგება ყვავილობის ხანა და ბევრს შეახსენებს თავს ცრემლი, სურდო, ცემინება, ქოშინი და ხველის შეტევები, ზოგადი სისუსტე. ეს ყველაფერი ალერგიის ნიშანია. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გაზაფხულს ცრემლებითა და სურდოთი, ხველის შეტევითა თუ ცემინებით ხვდებიან. უცხოეთის მონაცემებზე დაყრდნობით, პოლინოზი აქვს დედამიწის ყოველ მეხუთე ადამიანს. როგორ დავიხსნათ თავი მისგან? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვიპასუხებს მედიცინის აკადემიური დოქტორი, უმაღლესი სამედიცინი სკოლა "აიეტისა" და

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის Alma Mater-ის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ალერგოლოგი ეკა ჩხარტიშვილი.

- ქალბატონო ეკა, რა არის გაზაფხულის ალერგიის მიზეზი?
- გაზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება მცენარეების შეფოთვლა და ყვავილობა. ამ პროცესს თან ახლავს ჰაერში დიდი რაოდენობით მცენარეული მტვრის გამოყოფა. სწორედ მცენარეული მტვრის ნაწილაკები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი

მიზეზი იმ მოვლენების განვითარებისა, რასაც ზოგადად ალერგიულ რეაქციებს ვუწოდებთ.


- ვის და რაზე შეიძლება გამოაჩნდეს ალერგიული რეაქცია?
- ალერგიული რეაქცია თეორიულად შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს. განსაკუთრებული ყურადღება მას უნდა მიექცეს, ვისაც ალერგიული დაავადებისთვის დამახასიათებელი მოვლენები ერთხელ უკვე ჰქონდა. საკითხი ასე იმიტომ დგება, რომ იმ ნივთიერებასთან განმეორებითი კონტაქტი, რომლის მიმართაც ალერგიული განწყობა გამოვლინდა, უფრო სახიფათოა. ამიტომ სასურველია, ასეთ ადამიანს ჩაუტარდეს ალერგიული ტესტები და გაირკვეს, რის მიმართ აქვს ალერგიული განწყობა, შეფასდეს ზოგადად ალერგიული მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა და შეძლებისდაგვარად დაისახოს პროფილაქტიკური ღონისძიებები. გაზაფხულზე შეიძლება ადამიანს პირველად გამოუვლინდეს ალერგიული რეაქცია და ის სხვა ფაქტორს მიაწეროს, ან უკვე არსებული ალერგიული დაავადება გაუმწვავდეს. ორივე შემთხვევაში საჭიროა ყურადღება, რათა დროულად დაიწყოს სათანადო მკურნალობა. ალერგენები შეიძლება იყოს სახლშიც და, ბუნებრივია, სახლის გარეთაც.

- როგორი კლინიკური ნიშნებით შეიძლება გამოიხატოს ალერგიული რეაქცია გაზაფხულზე?
- კლინიკური ნიშნები მრავალფეროვანია. გააჩნია ალერგიული რეაქციის მიმდინარე ადგილს. მაგალითად, თვალისმხრივი მოვლენებია:

თვალების ქავილი;
ცრემლდენა;
სიწითლე;
თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.
ცხვირის ღრუს მხრივ:

ცხვირის ქავილი;
ცხვირცემინება;
სურდო;
ცხვირის გაჭედილობის შეგრძნება და ცხვირით სუთქვის გაძნელება;
ხველა;
გულმკერდის შებოჭილობის შეგრძნება;
სუნთქვის/ამოსუნთქვის გაძნელება.
ეს ნიშნები მიგვითითებს, რომ ექიმთან მისვლაა საჭირო. ალერგიის ნებისმიერი გამოვლინება ექიმის კონსულტაციასა და სათანადო მკურნალობას მოითხოვს.


- რომელი ალერგიული დაავადებები მწვავდება გაზაფხულზე?
- გაზაფხულზე მწვავდება ყველა ალერგიული დაავადება. ზოგადად, იმატებს ალერგიული ფონი. განსაკუთრებით იმ ადამიანების მდგომარეობა უარესდება, რომელთა ალერგიული განწყობა მცენარეული მტვრისა და მზის სხივების მიმართ გამოიხატება. გაზაფხულზე ასევე ხშირდება მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქციები. ზოგჯერ საკმაოდ მძიმე რეაქციებთანაც კი გვაქვს საქმე.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სეზონურ ალერგიაზე გვესაუბრება და ალერგიული რინიტით შეწუხებულ პაციენტებს რჩევებს აძლევს
წვიმიან ამინდში სეირნობა რომ სასარგებლოა, კარგა ხანია ცნობილია. ამ დროს ჰაერში იზრდება უარყოფითი
მეცნიერების აზრით, ტვინში ნეირონები აღარ აღდგება და ნერვული უჯრედის კვდომისას, მისი ფუნქციები
ჰაერი - მტვრის ტკიპა - ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, რომელსაც ჰაერთან ერთად
აპიტოქსინოთერაპია ალტერნეტიული მედიცინის ერთ-ერთი დარგია. სეანსები აკუპუნქტურის მსგავსია, მხოლოდ
ხშირად პაციენტებს აინტერესებთ, როგორ გააძლიერონ იმუნური სისტემა გაზაფხულზე, რომ ალერგიას ორგანიზმი
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868