როგორ ხდება ალერგიის დიაგნოსტიკა - განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანის, თვალების, ყურების, ცხვირის ღრუს, ყელის, ბრონქებისა და ფილტვების გამოკვლევას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ხდება ალერგიის დიაგნოსტიკა - განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანის, თვალების, ყურების, ცხვირის ღრუს, ყელის, ბრონქებისა და ფილტვების გამოკვლევას

  • პაციენტთა კლინიკური შეფასება;
  • აუცილებლობისას სისხლის საერთო ანალიზი და შრატშიIGE განსაზღვრა – ეგრეთ წოდებული, არასპეციფიკური ტესტები;
  • კანის სინჯები და შრატში ალერგენსპეციფიკურიIGE განსაზღვრა – ეგრეთ წოდებული, სპეციფიკური ტესტები;
  • იშვიათ შემთვევებში – პროვოკაციული ტესტები გარკვეული ალერგენების მიმართ.

პაციენტთა კლინიკური შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია ფიზიკური გამოკვლევა ანუ გასინჯვა. ალერგიული დაავადებების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანის, თვალების, ყურების, ცხვირის ღრუს, ყელის და რა თქმა უნდა, ქვედა სასუნთქი გზების – ბრონქებისა და ფილტვების გამოკვლევას.

რიგ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი იყოს ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანუ სინუსების ან ფილტვების რენტგენოგრაფია, ფილტვის მდგომარეობის შეფასება სპეციალური კვლევის მეთოდის – სპირომეტრიის მეშვეობით.

პროვოკაციული სინჯები

როგორც სახელწოდებიდან მიხვდებით, ასეთი ტესტების მიზანია დაავადების დიაგნოზის დასაზუსტებლად გარკვეული ალერგიული რეაქციების გამოწვევა, ანუ პროვოცირება. შესაძლოა ჩატარდეს პერორული პროვოკაცია – ალერგენის უშუალო მოთავსება პირის ღრუს ლორწოვანზე ან ის ქმედება, რომელიც ალერგიის პროვოცირებას იწვევს, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვა და აღნიშნულის შედეგად ასთმის შეტევის გამოწვევა ან ყინულის ნატეხის მოთავსება კანზე, რათა ურტიკარია ანუ ნაჭინჭრი მივიღოთ.

შესაძლებელია ალერგენის თვალის ან ცხვირის ლორწოვანზე ინსტალაცია ან შესუნთქვა (ბრონქული პროვოცირება), თუმცა ანალოგიური ტესტები იშვიათად ტარდება.

წაიკითხეთ სრულად