კვინკეს შეშუპება უცაბედად იწყება - გიგანტური ჭინჭრის ციება, რომელიც ლოწოვან გარსებზეც ვრცელდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვინკეს შეშუპება უცაბედად იწყება - გიგანტური ჭინჭრის ციება, რომელიც ლოწოვან გარსებზეც ვრცელდება

ამ ალერგიულ რეაქციას სხვაგვარად ანგიონევროზულ შეშუპებას ან გიგანტურ ჭინჭრის ციებას უწოდებენ. მისთვის დამახასიათებელია ალერგიული რეაქციის განვითარება სხეულის შემოფარგლულ უბნებსა და ლორწოვან გარსებზე. ყველაზე ხშირად ლორწოვანი გარსებისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფად განვითარებადი შეშუპება ლოკალიზდება სახეზე, პირის ღრუში, იშვიათად – კიდურებზე. ასეთი რეაქცია დამახასიათებელია როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისათვის, უფრო ხშირია ქალებთან, შედარებით იშვიათი – ასაკოვნებთან.

კვინკეს შეშუპება უცაბედად იწყება. პრაქტიკულად რამდენიმე წუთში სხეულის სხვადასხვა უბანი იწყებს გადიდება-გასივებას. შეშუპებას ახლავს ტკივილი, შესაძლოა ტემპერატურის მომატებაც. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში შეშუპება ვრცელდება ხორხსა და ენაზე, რის გამოც შეიძლება განვითარდეს ასფიქსია (მოხრჩობა-მოგუდვა).

რეკომენდებულია დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, მანამდე კი პაციენტს უნდა დაალევინოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი, ხოლო შეშუპებულ უბნებზე დაადოთ ცივი კომპრესები. კვინკეს შეშუპება შესაძლოა რამდენიმე საათს გაგრძელდეს (იშვიათად – რამდენიმე დღეს), შემდგომ ის უკვალოდ ქრება. საშიშროება ისაა, რომ ამ ალერგიულ რეაქციას რეციდივი, ანუ გამეორება ახასიათებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ალერგენი ისევ ორგანიზმშია. იმისათვის, რომ ორგანიზმი იხსნათ ინტოქსიკაციისგან (მოწამვლისგან), რეკომენდებულია ე.წ. ანტიალერგიული პროგრამის ჩართვა, ანუ მცენარეულ საფუძველზე შექმნილი პრეპარატების გამოყენება. სამკურნალო საშუალებების სერია უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ კომპლექსურად მოხდეს ორგანიზმზე ზემოქმედება, კერძოდ, გაიწმინდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, მოხდეს ნაღვლის გამოყოფისა და ღვიძლის ფერმენტების გამომუშავების სტიმულაცია, განეიტრალდეს თავისუფალი მავნე რადიკალები, გამოიდევნოს ორგანიზმიდან წიდები და ტოქსინები, გაკონტროლდეს ჰისტამინის დონე, ორგანიზმიდან გამოიდევნოს ჭარბი სითხე და ალაგდეს შეშუპება, დარეგულირდეს IგE-ს გამომუშავება.

წაიკითხეთ სრულად: მწვავე ალერგიული რეაქციები