ზაფხული და ალერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხული და ალერგია

სად ბუდობს მტვერი?

ამ მხრივ ყველაზე ვერაგია ადგილები პიანინოს, დივანისა და ბუფეტის ქვეშ. ასეთ ავეჯს მოკლე ფეხები აქვს, იატაკამდე მანძილი პატარაა და მტვერსასრუტის მოსმა ძნელია. ამიტომ ეს ადგილები მტვრის ბუდედ იქცევა ხოლმე. მტვრის ტკიპას ყველაზე მეტად უყვარს ლოგინის თეთრეული, რბილი ავეჯი, ხალიჩები, ფარდები, ნოხები... რამდენიც არ უნდა ვასუფთაოთ, მტვერი მათში მაინც გროვდება. მტვრის ბუდეა შპალერი. მისგან შეუმჩნევლად ჩამოიფცქვნება ქაღალდისა და საღებავის უწვრილესი ნაწილაკები. ბევრი კითხულობს, ხომ არ ჯობს, ტრადიციული შპალერი სარეცხით შეიცვალოს. არა, არ ჯობს. ასეთი შპალერი ჰაერში გამოყოფს სინთეტიკურ ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არცთუ ისე უვნებელია. დაბოლოს, წიგნის თაროები. მართალია, წიგნი ადამიანის მეგობარია, მაგრამ არა ალერგიული ადამიანისა. მისთვის ის დაუძინებელი მტერია.

 

როგორ მოვიქცეთ?

ნუ ენდობით მტვერსასრუტს. იგი ჰაერს არა მარტო შეიწოვს, არამედ გარეთაც გამოტყორცნის, თანაც ისეთი ადგილებიდან, სადაც მტვერი კვირების განმავლობაში მშვიდად იდო. ამ დროს ჰაერში მტვრის კონცენტრაცია რამდენიმეჯერ იმატებს და ასთმური შეტევის მიზეზად იქცევა. ჩვენ სველ დალაგებას ვამჯობინებთ. გირჩევთ, იატაკი ყოველდღე მოწმინდოთ სველი, კარგად გაწურული ტილოთი. არ დაივიწყოთ პლინტუსები, რადიატორები და კარადის გვერდითა ზედაპირებიც. სახლი უნდა დავალაგოთ ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, მტვერსასრუტით დალაგება გაცილებით მოხერხებულია, ამიტომ ჯობს გამოვიყენოთ სპეციალურად ალერგიული ადამიანებისთვის შემუშავებული მოდელები HEPA-ფილტრებით (High Efficiency Particulate Air filter, რაც ნიშნავს ნაწილაკებისგან ჰაერის გასაწმენდ მაღალეფექტურ ფილტრს). ისინი ნაწილაკების 99%-ს აკავებს. მრეცხავი მტვერსასრუტები შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ სპეციალური ანტიალერგიული საშუალებების დამატებებით. სახლის დალაგებისას გამოიყენეთ რესპირატორი ან უბრალოდ აიფარეთ ცხვირ-პირზე რამდენიმე ფენად გაკეცილი დოლბანდი. აბაზანის კედლები და იატაკი მორეცხეთ წყლითა და საპნიანი ხსნარით. არ იყოლიოთ ბინაში შინაური ცხოველები. თუ გყავთ, სისტემატურად ბანეთ სპეციალური შამპუნით. არ შეუშვათ საწოლ ოთახში და, მით უმეტეს, არ ჩაიწვინოთ საწოლში, თუნდაც მათზე ალერგია არ გქონდეთ. საწოლ ოთახში ფანჯრები დახურული გქონდეთ, რათა ოთახში ქუჩიდან შემოსული მტვრით არ აივსოს. ნუ მოსწევთ შინ თამბაქოს. მოსპეთ ადგილები, სადაც მტვერი გროვდება:

  • აიღეთ იატაკზე დაგებული ან ავეჯზე გადაფარებული ბეწვი.
  • შტორების ნაცვლად ჩამოაფარეთ ვერტიკალური ჟალუზები ან მსუბუქი, იოლად გასარეცხი ქსოვილის ფარდები, რომლებსაც დარეცხავთ კვირაში ერთხელ ცხელი წყლით.
  • რბილი ქსოვილის ავეჯი ტყავის, პლასტიკის ან ხის ავეჯით შეცვალეთ. სასურველია, დიზაინი მარტივი ჰქონდეს, ვინაიდან დეკორატიულ დეტალებში მტვერი გროვდება. თუ გენანებათ, გადააფარეთ სქელი ცელოფანი - ის ადვილად იწმინდება.
  • ნივთები შეინახეთ დახურულ კარადაში, წიგნები კი შემინულ თაროებზე.
  • ტანსაცმლის კარადა რეგულარულად უნდა გაანიავოთ და გამოწმინდოთ სველი ტილოთი.
  • ფეხსაცმელები შეინახეთ დახურულ ყუთში და თვეში ერთხელ ჩაუტარეთ დეზინფექცია: დაასველეთ დოლბანდის ნაჭერი 1%-იანი ფორმალინის ხსნარით და ფეხსაცმელთან ერთად პოლიეთილენის პარკში ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ.
  • არ ჩააწვენინოთ ბავშვებს ლოგინში რბილი სათამაშოები.
  • ბუმბულისა და მატყლის ქვეშაგები, უკიდურეს შემთხვევაში, ბალიშები მაინც, სინთეტიკურით შეცვალეთ. ოპტიმალური ვარიანტია მაღალი ხარისხის პარალონისგან დამზადებული ბალიში. ის ძალიან სწრაფად შრება, ასე რომ, შეგიძლიათ, თუნდაც ყოველდღე გარეცხოთ. ჰიპოალეგიული ლოგინი ჰიპოალერგიულად რომ დარჩეს, ხშირად უნდა რეცხოთ, თანაც - ალერგენების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით. არსებობს ალერგიის საწინააღმდეგო შალითები, რომელიც ელვით იკვრება. მათი გამოყენების შემთხვევაში საკმარისია, ქვეშაგები წელიწადში ორჯერ გავრეცხოთ.
  • ხშირად გაანიავეთ ბინა. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სუფთა, მშრალი ჰაერი.
  • ჰაერის დატენიანება და აეროალერგენების რაოდენობის შემცირება შესაძლებელია ჰაერის HEPA-ფილტრიანი ან უფრო სრულყოფილი გამწმენდების (მრავალსაფეხურიანი წმენდის ფოტოკატალიზური გამწმენდები) საშუალებით.

რეკომენდაციები გამწმენდის გამოსაყენებლად:

  • კონდიციონერი და იონიზატორი ფილტრირებულ გამწმენდს ვერ შეცვლის.
  • გამწმენდი მუდმივ რეჟიმში უნდა ამუშაოთ.
  • იგი უნდა შეესაბამებოდეს შენობის მოცულობას.
  • ფილტრები დროულად უნდა ცვალოთ.

მშრალ ჰაერში მტვერი საათობით არ ჯდება. ტენიანობის ოპტიმალური რეჟიმი 40-60%-ია, ამიტომ აუცილებელია სველი დალაგება და ტენიანობის კონტროლი.


 

ანტიალერგენული საშუალებები

ავეჯისა და სარეცხის დასამუშავებელ საშუალებათა უმეტესობა მხოლოდ განსაზღვრულ ალერგენებზე მოქმედებს. მაგარითად, აკარიციდების (აკაროსანი) გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ ოთახის ტკიპას მიმართ ალერგიის დროს. სხვა შემთხვევაში მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს. მილბიოლს შეუძლია მოაშოროს მტვრის ტკიპა და ობის სოკო, მაგრამ უსაფრთხოების ზომებს მოითხოვს. რაც შეეხება Sprei Mite-NIX-ს, მას აქვს მოქმედების საკმაოდ ფართო სპექტრი და უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებელი. ეფექტურია ოთახის მტვრის და შინაური ცხოველების ტკიპების წინააღმდეგ.

 

II. ოთახის მცენარეები

თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია აქვს მცენარეების მტვერზე, უმჯობესია, არ გაახაროთ ქოთანში ფიკუსი, ჰერანი, ბეგონია, სურო, ჟასმინი, ქრიზანთემა და დიფენბახია. ამ მცენარეებს ალერგიის შეტევათა პროვოცირება შეუძლია. არც  მშრალი ყვავილების კომპოზიციით სახლის მორთვას გირჩევთ.

 

III. მწერები

ზაფხული მწერების მომრავლებითაც არის ცნობილი. ალერგიას იწვევს როგორც მკბენარ (ფუტკარი, კრაზანა), ასევე სისხლისმწოველ (კოღო, ჭიანჭველა, რწყილი) და არამკბენარ (ჩრჩილი, პეპელა, კალია) მწერებთან კონტაქტი.

 

როგორ მოვიქცეთ?

ერიდეთ ადგილებს, სადაც მწერები მრავლად არიან: ბაზრებს, წყალსატევებს... არ მისცეთ ბავშვებს ხის ფუღუროში თამაშის უფლება - იქ ხშირად კრაზანები ბუდობენ. არც ბალახზე ფეხშიშველი სიარულია მიზანშეწონილი, რადგან შესაძლოა, ამ დროს ფუტკრები პაწია ყვავილებიდან ნექტარს აგროვებდნენ. გარდა ამისა, ზოგჯერ ფუტკრები მიწის პირას ცხოვრობენ კიდეც. ერიდეთ პიკნიკებს, ხილსა და ტკბილ სასმელებს ქუჩაში ნუ მიირთმევთ, რადგან ისინი მწერებს იზიდავს. ნუ წამოწვებით მზისგულზე, თუ ახლახან ამოხვედით წყლიდან, გაოფლილი ხართ ან ტანზე გასარუჯი კრემი გისვიათ - შესაძლოა, მწერები მიიზიდოთ. ნუ ჩაიცვამთ კაშკაშა ფერებად მოხატულ, ყვავილებიან და ღია ტანსაცმელს. ნუ გამოიყენებთ ტკბილსურნელოვან სუნამოს, შამპუნს, კრემს. თუ თქვენს ახლოს კრაზანა ან ფუტკარი ტრიალებს, ერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ვიდრე ავტომობილში ჩაჯდებით, შეამოწმეთ, ხომ არ არის იქ კრაზანა ან ფუტკარი.