ჰორმონული პრეპარატები ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰორმონული პრეპარატები ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ

- ქალბატონო მაია, რომელი ალერგიული დაავადებების დროს ინიშნება ჰორმონული პრეპარატები და რა სახით?

- ალერგიული დაავადებები, არსებითად, ქრონიკული დაავადებებია. მათგან ყველაზე მეტად არის გავ-რცელებული ბრონქული ასთმა, მედიკამენტური და კვებითი ალერგიები, შრატისმიერი დაავადება, ატო-პიური დერმატიტი, პოლინოზი. ყოველ მათგანს ახასიათებს პერიოდული გამწვავება, რომელსაც ესა თუ ის მიზეზი განაპირობებს. ალერგიული დაავადებების მკურნალობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ჰორმონულ პრეპარატებს - კორტიკოსტეროიდებს. მათი გამოყენება შესაძლებელია სისტემური (ინექციების), ტაბლეტირებული და ადგილობრივი (მალამოები, კრემები, აეროზოლები) ფორმით.

- როგორ შეირჩევა ჰორმონული პრეპარატი ალერგიული დაავადების დროს? როგორია დოზირება?

- პრეპარატის სახეობა, ფორმა და დოზა დაავადების სიმძიმესა და გამოვლინებებზე (ჭინჭრის ციება, კვი-ნკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი) გახლავთ დამოკიდებული. დაავადების გამწვავებისას ხშირად საჭი-როა ჰორმონული საშუალების დიდი დოზის გამოყენება, რათა სიცოცხლისთვის საშიში მდგომა-რეობა სწრაფად იქნეს დაძლეული. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება ჰორმონის დოზაც.

მოხუცებსა და ბავშვებში ჰორმონული პრეპარატების დოზა ასაკისა და ზოგადი მდგომარეობის საფუ-ძველზე შეირჩევა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჰორმონული პრეპარატები ძლიერმოქმედი და ძალ-ზე სპეციფიკური მედიკამენტებია, რომელთა მიღების ფონზეც ორგანიზმში შესაძლოა განვითარდეს ძნე-ლად სამართავი მოვლენები, ამიტომ არამც და არამც არ შეიძლება, ეს საშუალებები არასპეციალისტმა დანიშნოს. 

- რა როლს ასრულებს ჰორმონული პრეპარატები ანაფილაქსიური შოკისა და კვინკეს შეშუპების მკურნალობაში?

- ანაფილაქსიური შოკის კლინიკური სურათი მეტად მრავალფეროვანია. ამ დროს გადაუდებელი თერაპია მიმართულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების განეიტრალებისკენ, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის, სისხლძარღვთა მომატებული გამავლობის დათრგუნვისკენ, დარღვეული ჰემოდინამიკის აღდგენისკენ. შოკის შემთხვევაში ტარდება ადრენალინის დანაწევრებული ინექციები და ჰორმონების ინტრავენური გადასხმა. ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების შემთხვევაში ფართოდ იყენებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. შედეგიანია როგორც პირველი, ისე მეორე თაობის ანტიჰისტამინური საშუალებები. მდგომარეობის სიმძიმის კვალობაზე, მკურნალობაში შეიძლება ჩაირთოს გლუკოკორტი-კოიდებიც, განსაკუთრებით - იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია ხორხის, თავის ტვინისა და ნაწლავების შეშუპება (მოგეხსენებათ, კვინკეს შეშუპების დროს შუპდება არა მხოლოდ სხეულის ხილული ნაწილები, არამედ შინაგანი ორგანოების ლორწოვანი გარსებიც, რაც შესაბამისი ორგანოსა თუ სისტემის ფუნქციის მოშლას განაპირობებს).

- რა თანამოვლენებს უნდა ველოდეთ ჰორმონული პრეპარატების გამოყენებისას? როგორ მოვიქცეთ გვერდითი ეფექტების გამოვლენისას?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამოვლენები ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს. ბუნებრივია, ასეთი რამ მოსალოდნელია ჰორმონული პრეპარატების გამოყენების დროსაც. თუ პრეპარატის მიღებისას თავი იჩინა თავბრუხვევამ, გულისრევის შეგრძნებამ, საერთო სისუსტემ, აგზნებადობამ ან რომელიმე სხვა საგანგაშო სიმპტომმა, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს - ვინაიდან ჰორმონებით მკურნალობის ერთბაშად შეწყვეტა არ შეიძლება, ის სხვა მედიკამენტს დაგინიშნავთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ბრონქული ასთმის დროს ჰორმონული პრეპარატების გამოყენება?

- ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებაა, ამიტომ მის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურ პრეპარატებად ითვლება ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კერძოდ საინჰალაციო კორტიკოსტე-როიდები. ასთმიან პაციენტს საინჰალაციო საშუალება იმ შემთხვევაში სჭირდება, თუ:

  • კვირაში 2 ჯერზე მეტად იყენებს სიმპტომთა შემამსუბუქებელ საშუალებებს (ვენტოლინი, სალბუტამოლი, ბეროტეკი);
  • თვეში 2 ჯერზე მეტად უჩივის სულხუთვის შეტევას ღამის საათებში;
  • წელიწადში სჭირდება სიმპტომთა შემამსუბუქებელი საშუალების 2-ზე მეტი ფლაკონი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსუბუქი და საშუალო პერსისტიული მიმდინარეობის ბრონქული ასთმა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების წყალობით კონტროლირებადი გახდა. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია სერეტიდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ბრონქული ასთმის ხანგრძლივი და უსაფრთხო კონტროლი. მძიმე პერსისტიული მიმდინარეობის ბრონქული ასთმის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სისტემური ტაბლეტირებული ჰორმონული პრეპარატების გამოყენება. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ყოველივე ეხება ასთმის ქრონიკულ მიმდინარეობას. დაავადების გამწვავების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი დანიშნულება.

- დაბოლოს, თვით ჰორმონული ჰრეპარატების მიმართ თუა მოსალოდნელი ალერგიული რეაქცია?

- ლიტერატურული წყაროების თანახმად, ადამიანებს, რომელთაც აქვთ ალერგიული განწყობა და ამ კუთხით დამძიმებული მემკვიდრეობა, ალერგიული რეაქცია შესაძლოა ნებისმიერი მედიკამენტის მიმართ განუვითარდეთ, მაგრამ მიზეზის დადგენა ექიმის კომპეტენციაა.