რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
რა უნდა ვიცოდეთ სეზონურ ალერგიაზე
რა უნდა ვიცოდეთ სეზონურ ალერგიაზე
სეზონურ ალერგიაზე გვესაუბრება და ალერგიული რინიტით შეწუხებულ პაციენტებს რჩევებს აძლევს კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და პოლიკლინიკური ქსელის "მედკაპიტალი" შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ოჯახის ექიმი გიგა უჩავა.

სეზონური ალერგია ანუ ალერგიული რინიტი ჰაერში შეწონილი მცენარეული მტვრის მარცვლის მიმართ ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობას ნიშნავს. ის ზემო სასუნთქი გზების, კერძოდ, ცხვირის ლორწოვანი გარსის ალერგიული ხასიათის ანთებაა.

ალერგიული რინიტი თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემაა. დაავადების აქტუალობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მისი უხშირესი კომორბიდობა ანუ კავშირი ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებასთან, რომელიც ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 20-50 %
-ს უვითარდება. მსოფლიო მოსახლეობის 8-10 %-ს ანუ 400 მილიონ ადამიანს ალერგიული რინიტის დიაგნოზი აქვს.

ალერგიული რინიტის ფენოტიპებია სეზონური და პერინეალური (ანუ მთელი წლის მანძილზე არსებული) ალერგია. მისი გამომწვევია ოთახის მტვერი და შინაური ცხოველებისა და ფრინველის ეპითელიუმი. პოლინაციის სეზონი იწყება ადრე გაზაფხულიდან და გრძლედება ოქტომბრის შუა
რიცხვებამდე.

ალერგიული რინიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური განწყობა, მამრობითი სქესი, დაბადება პოლინაციის პერიოდში, ადრეულ ასაკში ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, დედის მიერ თამბაქოს მოხმარება, კარშიდა ალერგენების ექსპოზიცია, მაგალითად, ოთახის მტვრის.

ალერგიული რინიტის განვითარებაში ქარით დამტვერვადი მცენარეები შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად: ადრე და გვიან მოყვავილე ხემცენარეები, ბალახები, მარცვლოვანი კულტურები, სარეველები და სოკოვანი ალერგენები.
ადრე გაზაფხული ხემცენარეების ყვავილობის პერიოდია, გვიანი გაზაფხული - ბალახოვანი მცენარეებისა და ბუჩქნარის ყვავილობის სეზონი, გვიანი ზაფხული და შემოდგომა კი სარეველების, მათ შორის ყველასთვის ცნობილი - ამბროზიის.

როგორც კი ატმოსფერულ ჰაერში იმატებს მცენარეთა ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია, ალერგიულ პაციენტებთან მატულობს რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ცხვირცემინება, ცხვირის ქავილი, სასისა და ხახის არეში ფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილის დარღვევა.

ზემოთ აღნიშნული სიმპტომების მანიფესტირების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიაკითხოს ექიმ-ალერგოლოგს, ჩაიტაროს დამატებითი კვლევები "დამნაშავე" ალერგენის გამოსავლენად, რათა დაიგეგმოს სპეციფიკური იმუნოთერაპია-ვაქცინაცია. სწორი და დროული მკურნალობა აგვარიდებს ისეთ გართულებებს, როგორებიცაა, ბრონქული ასთმა, მწვავე სინუსიტი, ოტიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი. დაუშვებელია თვითმკურნალობა, განსაკუთრებით დეკონგენსატების (ცხვირის წვეთების) ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება. ასევე არ შეიძლება არსებობდეს "გაციების" სიმპტომები კვირების განმავლობაში, სწორედ ამ სიმპტომებით ინიღბება ორგანიზმის ალერგიზაცია.

ალერგიული რინიტით დაავადებულთათვის განსაკუთრებით საშიშია მზიანი და ქარიანი ამინდი. Aამ დროს უნდა მოვერიდოთ ქუჩაში სიარულს, ქალაქგარეთ გასვლას, ტყეში, პარკში სეირნობას, მანქანით გადაადგილებისას ავწიოთ საქარე მინა, ჩავრთოთ ფილტრიანი კონდიციონერი, ასევე არ უნდა დავტოვოთ ღიად ფანჯრები და კარები სახლსა თუ ოფისში, რათა ჰაერში შეწონილ "დამნაშავე" ალერგენებთან კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ.

ქარს ალერგენები ანუ მცენარის ყვავილის მტვრის ნაწილაკები 200-300 კილომეტრის რადიუსში გადააქვს. წვიმიან ამინდში ალერგენები ჩაირეცხება მიწაში და ჰაერში მათი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მცირდება. აუცილებელია ოთახის განიავება წვიმის შემდეგ და ღამის საათებში. ქუჩიდან შინ დაბრუნებისას პაციენტმა სამოსი უნდა გამოიცვალოს, გაირეცხოს, მდგომარეობას ამსუბუქებს შხაპის მიღება დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც, განსაკუთრებით - თმის ჩამობანა. საჭიროა ცხვირის ღრუს სანაცია დღეში რამდენჯერმე ფიზიოლოგიური ხსნარით - "ნაზალური შხაპი". სარეცხის აივანზე გაფენა არ არის სასურველი, ოთახი ყოველდღიურად უნდა დამუშავდეს სველი წესით. კვების რაციონიდან უნდა იყოს ამოღებულ სხვადასხვა საკვები პროდუქტი ჯვარედინი რეაქციების გათვალისწინებით, შეწყდეს კოსმეტიკური საშუალებებისა და მცენარეული მედიკამენტების გამოყენება, ასევე ალკოჰოლის მოხმარება და სიგარეტის მოწევა, ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება. 

დაბოლოს, წელს პირველად საქართველოში, შესაძლებელია კვირის მანძილზე ალერგიული პროგნოზის გაცნობა კალენდრის მიხედვით, თუ რომელი მცენარის ყვავილის მტვრის ნაწილაკების შეწონადობამ მოიმატა ატმოსფერულ ჰაერში, რათა შესაბამისად ვიმოქმედოთ. ხემცენარეები უკვე ასრულებენ ყვავილობას, თუმცა, ყვავილობას იწყებს ბალახები და მარცვლოვანი კულტურები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ალერგენობით.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
წვიმიან ამინდში სეირნობა რომ სასარგებლოა, კარგა ხანია ცნობილია. ამ დროს ჰაერში იზრდება უარყოფითი
08-05-2018
ხშირად პაციენტებს აინტერესებთ, როგორ გააძლიერონ იმუნური სისტემა გაზაფხულზე, რომ ალერგიას ორგანიზმი
16-03-2018
ალერგიული ფონი მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის, საქართველოში, ყოველწლიურად მზარდია. გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, სულ უფრო და უფრო საშიში ხდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
26-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წვიმიან ამინდში სეირნობა რომ სასარგებლოა, კარგა ხანია ცნობილია. ამ დროს ჰაერში იზრდება უარყოფითი
მეცნიერების აზრით, ტვინში ნეირონები აღარ აღდგება და ნერვული უჯრედის კვდომისას, მისი ფუნქციები
ჰაერი - მტვრის ტკიპა - ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, რომელსაც ჰაერთან ერთად
აპიტოქსინოთერაპია ალტერნეტიული მედიცინის ერთ-ერთი დარგია. სეანსები აკუპუნქტურის მსგავსია, მხოლოდ
ხშირად პაციენტებს აინტერესებთ, როგორ გააძლიერონ იმუნური სისტემა გაზაფხულზე, რომ ალერგიას ორგანიზმი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაუნის სინდრომი მსოფლიოში ყოველ მე-1000 ადამიანს აღენიშნება.
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის