რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
სახლში არსებული 5 შესაძლო საფრთხე
სახლში არსებული 5 შესაძლო საფრთხე
ჰაერი - მტვრის ტკიპა - ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, რომელსაც ჰაერთან ერთად შევისუნთქავთ. ყველაზე ხშირად მტვრის ტკიპა ასთმის მაპროვოცირებელია. მტვერზე ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ბინის რეგულარული განიავება. ჰაერის მომატებული ტენიანობა სახიფათოა ალერგიული ადამიანებისთვის და ხელს უწყობს მტვრის ტკიპის გამრავლებას.


საყოფაცხოვრებო ქიმია

სარეცხი საშუალებებით ჩვენ ვცდილობთ ბაქტერიების განადგურებას, თუმცა ისინი მთლად უსაფრთხო როდია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სახლში არსებული ქიმიკატების კვალმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული დარღვევები, რეპროდუქციული პრობლემები, ბავშვების განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები, იმუნიტეტის დაქვეითება და კიბოს განვითარებაც კი. ამ შედეგების თავიდან ასაცილებლად,
სასურველია მტვრის რეგულარული გადაწმენდა და ბინის განიავება, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ჩანაცველბა უფრო ეკოლოგიური საშუალებებით.

სასიამოვნო სურნელი

არომატული სანთლების ფილტრები შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ტყვიას. ასეთი სანთლის დიდხანს წვისას, ტყვიის კონცენტრაცია ჰაერში უსაფრთო ნორმას აჭარბებს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ არომატული სანთლებითა და ჩხირებით გატაცება ზრდის კონტაქტური დერმატიტის, ასთმის,
ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ალბათობას.

ოთახის მცენარეები

ისინი არა მარტო ალამაზებენ გარემოს, არამედ სასარგებლოც შეიძლება იყოს. მაგალითად ალოეს ხშირად იყენებენ ხალხურ მედიცინაში გაციებისა თუ კანის დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, ვიდრე ოთახის ამა თუ იმ მცენარეს გახარებას გადაწყვეტთ, შეისწავლეთ მისი თვისებები - პოტენციური ტოქსიურობა, ალერგიულობა. მცენარეებთან ნებისმიერი კონტაქტის შემდეგ დაიბანეთ ხელი და ნუ გამოიყენებთ ოთახის მცენარეების ფოთლებს, ყვავილებს და სხვა ნაწილებს წამლის სახით.

ობი

ყველა სახლში არის ობი, მაგრამ პრობლემატური მაშინ ხდება, როდესაც იგი დიდი რაოდენობითაა. ობის სპორებზე ყველაზე გავრცელებული რეაქცია ალერგიაა. ის შეიძლება გამოვლინდეს სურდოთი, თვალების სიწითლით, ხველით, ყელის ჩახეხილობით, კანის გაღიზიანებით.

ყურადღებით ადევნეთ თვალი ობის ზრდას მომატებული ტენიანობის ადგილებში, მაგალითად აბაზანაში, პირსაბანში, ნიჟარაში, სარეცხ მანქანაში, კონდიციონერებში. შეეცადეთ დროულად მოაშოროთ იგი. რეგულარულად გაანიავეთ ბინა, განსაკუთრებით, აბაზანა და სამზარეულო.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
გულუბრყვილობაა იმის ვარაუდი, რომ ბუნებამ მიზანმიმართულად შექმნა ყველაფერი ადამიანისთვის.
10-05-2018
ბევრმა არ იცის, რომ ე.წ. ფულის ხეს (ზოგი ბედნიერების ხესაც ეძახის ამ მცენარეს) სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.
01-02-2018
ნაღვლის ბუშტი ასე მოვათვინიერე

ქოლეცისტიტის სამკურნალო უამრავი საშუალება გამოვცადე, მაგრამ რატომღაც - ყველა უშედეგოდ. შემთხვევით მატიტელას ფესვის სამკურნალო თვისებების შესახებ შევიტყვე.

05-10-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სეზონურ ალერგიაზე გვესაუბრება და ალერგიული რინიტით შეწუხებულ პაციენტებს რჩევებს აძლევს
წვიმიან ამინდში სეირნობა რომ სასარგებლოა, კარგა ხანია ცნობილია. ამ დროს ჰაერში იზრდება უარყოფითი
მეცნიერების აზრით, ტვინში ნეირონები აღარ აღდგება და ნერვული უჯრედის კვდომისას, მისი ფუნქციები
აპიტოქსინოთერაპია ალტერნეტიული მედიცინის ერთ-ერთი დარგია. სეანსები აკუპუნქტურის მსგავსია, მხოლოდ
ხშირად პაციენტებს აინტერესებთ, როგორ გააძლიერონ იმუნური სისტემა გაზაფხულზე, რომ ალერგიას ორგანიზმი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაუნის სინდრომი მსოფლიოში ყოველ მე-1000 ადამიანს აღენიშნება.
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა