რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ალერგოლოგია
ალერგია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობაა გარემოში არსებული ზოგიერთი ფაქტორის მიმართ, რომლებიც საბოლოოდ ალერგიულ დაავადებებს იწვევენ. ბევრი ამ პათოლოგიას უკანასკნელი წლების გამოძახილად მიიჩნევს, თუმცა იგი სრულიადაც არ არის თანამედროვე - მას ჩვ. წ. აღ-მდე V-IV საუკუნეებშიც იცნობდნენ. ჰიპოკრატე თავის ნაშრომებში ზოგიერთი საკვების მიღების შემდეგ კანზე გაჩენილ ავადმყოფურ გამონაყარს ახსენებს. თუმცა თავად ტერმინი "ალერგია" მედიცინაში ავსტრიელმა მეცნიერმა, ვენაში მცხოვრებმა პედიატრმა პირკემ 1906 წელს დანერგა. მან პირველმა შეამჩნია პაციენტებს ალერგიული გამოვლინებები და ივარაუდა, რომ ისინი გარეგან ფაქტორთა: მტვრის ნაწილაკების, მცენარეთა მტვრისა და ზოგიერთი საკვების - ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგი იყო. ამა თუ იმ გარეგანი ფაქტორისადმი ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ჰიპერმგრძნობელობა ეწოდა, მოგვიანებით კი მეცნიერებმა გელმა და კომბსმა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციათა 4 ძირითადი ტიპი გამოყვეს.
I. ოთახის მტვერიზაფხული ბინებისა და აგარაკების საფუძვლიანი დალაგების დროა. როგორ მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ ის უსიამოვნება, რომელსაც ოთახის მტვერი გვიქადის? ოთახის მტვერი ალერგენთა კომპლექსია. მის შემადგენლობაში შედის ბოჭკოები, ადამიანისა და ცხოველების ეპიდერმისი (კანის ზედაპირული შრის ჩამოფცქვნილი ნაწილაკები), საფუარა და ობის სოკოების მიკროსკოპული სპორები, ტარაკნებისა და მტვრის ტკიპების ქიტინის ნაწილაკები და ცხოველმყოფელობის პროდუქტები. ხშირად ადამიანმა არც კი იცის, ოთახის მტვრის რომელ კომპონენტზე აქვს ალერგია, თუმცა დამნაშავე უმეტესად მტვრის ტკიპაა. ის გამოიმუშავებს უძლიერეს ალერგენს, რომელიც 1:1000000 პროპორციით განზავების დროსაც კი მოქმედებს. ერთ გრამ მტვერში დაახლოებით 2500 ტკიპაა. მათთან ბრძოლა შეუძლებელია: ისეთი ძლიერი ინსეკტიციდებიც კი, როგორიც არის ლამბდაციგალოტრინი და აკარიციდი, მათ ძლივს ერევა. ალერგიულ ადამიანს ერთადერთი გზა რჩება - იზრუნოს იმაზე, რომ ოთახში რაც შეძლება ნაკლები მტვერი იყოს.
ალერგია, კარგად ნაცნობი, მაგრამ ჯერ კიდევ შეუცნობელი პათოლოგია, ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ სამედიცინო პრობლემად რჩება. ამ პრობლემით მსოფლიოს მილიონობით მოქალაქე იტანჯება და მათი რიცხვი განუხრელად იზრდება. მავნე გამონაბოლქვი, ჰაერის დაბინძურება, საყოფაცხოვრებო ქიმია, კვებითი დანამატები და უამრავი სხვა, ადამიანის არსებობისთვის ერთი შეხედვით აუცილებელი პროდუქტი ახალ-ახალ თავსატეხს გვიჩენს, მათი გადაჭრის გზა კი ჯერ კიდევ არ ჩანს, მხოლოდ ახალგაკვალული ბილიკები თუ შეიმჩნევა ალაგ-ალაგ... გვინდა, თქვენი ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ ალერგიასა და მის მიერ გამოწვეული პრობლემების მრავალფეროვნებაზე.
წინათ ასეთი რამ არასოდეს დამმართია, ამ ზამთარს კი მთელი სხეული მექავება, კანი გაუხეშებული და გაწითლებული მაქვს, ხელები პერიოდულად მეხორკლება. არც სახსრები და არც სხვა რამ არ მაწუხებს. მეუბნებიან, სიცივის ბრალია და დათბობისთანავე გაგივლისო, არადა მცივანა არ ვარ. როგორი მკურნალობა ჩავიტარო? სიმპტომები, რომლებსაც აღწერთ, სიცივის მიმართ ალერგიის გამოვლინებაა. ატმოსფერული ტემპერატურის შემცირებისას ზოგიერთს ალერგიის ნიშნები გამოაჩნდება ხოლმე: კანი წითლდება (ჰიპერემიული ხდება) და უხეშდება, რასაც ქავილის ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ერთვის, შრება, იფიტება და ხორკლით იფარება, ზოგჯერ ჩნდება შეშუპება ან მცირე ზომის გამონაყარი, ვითარდება ხელის მტევნის წვრილი სახსრების ანთება და შესივება, რასაც შემაწუხებელი ტკივილი სდევს თან. ყოველივე ეს და ზოგიერთი სხვა ნიშანი სიცივის მიმართ ალერგიის მანიშნებელია.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 11 - დან
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის