რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ალერგოლოგია
ალერგიულ დაავადებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ასთმას. შესაძლებელია თუ არა, თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება? თუ არა, როგორ ვუმკურნალოთ? როგორ მოვიქცეთ შეტევის დროს? - აი ის კითხვები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ მშობლებს. გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი. - რა არის ბრონქული ასთმა?- ბრონქული ასთმა ბრონქების ქრონიკული ანთებითი ალერგიული დაავადებაა, რომლის დროსაც დარღვეულია ბრონქების გამავლობა. მედიცინის ენაზე ამას ობსტრუქცია ჰქვია. მისი პირველადი მიზეზია ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა, რომელიც ანთებითი პროცესის შედეგია. ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა - ეს არის მათი თვისება, სპაზმით უპასუხონ სხვადასხვა გამღიზიანებელს:
დღეს, როცა ალერგიას ყველა კარგად იცნობს, ხშირად კითხულობენ: მაინც რომელი წამალია ყველაზე ეფექტური ალერგიის დროს, რომელი მათგანის მიღება ჯობს? მოდი, მიმოვიხილოთ ალერგიის დროს რეკომენდებული მედიკამენტები და შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ ამ კითხვას. ანტიალერგიული ანუ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ასუსტებენ ორგანიზმის რეაქციას ალერგენების მიმართ ან ბლოკავენ ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებას - ჰისტამინს. ანტიალერგიული საშუალებები სხვადასხვა სამკურნალწამლო ფორმით გამოდის - ტაბლეტის, კაფსულის, სითხის, ცხვირის სპრეის, თვალის წვეთების, მალამოსა თუ საინექციო ფხვნილის/ხსნარის სახით. საზღვარგარეთ მათი ნაწილი თავისუფლად იყიდება, ნაწილის შეძენა კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის შესაძლებელი.
გაზაფხული მზისა და სითბოს სიუხვით გვანებივრებს, მაგრამ ყველას როდი ახარებს მისი მოსვლა - მალე დადგება ყვავილობის ხანა და ბევრს შეახსენებს თავს ცრემლი, სურდო, ცემინება, ქოშინი და ხველის შეტევები, ზოგადი სისუსტე. ეს ყველაფერი ალერგიის ნიშანია. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გაზაფხულს ცრემლებითა და სურდოთი, ხველის შეტევითა თუ ცემინებით ხვდებიან. უცხოეთის მონაცემებზე დაყრდნობით, პოლინოზი აქვს დედამიწის ყოველ მეხუთე ადამიანს. როგორ დავიხსნათ თავი მისგან? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გვიპასუხებს მედიცინის აკადემიური დოქტორი, უმაღლესი სამედიცინი სკოლა "აიეტისა" და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის Alma Mater-ის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ალერგოლოგი ეკა ჩხარტიშვილი.
ალერგია ცივილიზაციის დაავადებად მიიჩნევა. დედამიწის მოსახლეობის თითქმის 40%-ს ესა თუ ის ალერგიული დაავადება სჭირს. ექიმების პროგნოზი დამაფიქრებელია: ალერგიული ადამიანების უზარმაზარი არმია უფრო მეტად გაიზრდება. როგორ მოვიქცეთ, რომ მათ რიცხვში არ მოვხვდეთ? ალერგია უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ რომაელი ექიმი გალენუსი იხსენიებს სურდოს, რომელიც ვარდის სურნელისგან ჩნდებოდა. მას შემდეგ ათასწლეულები გავიდა, მაგრამ კაცობრიობამ არამცთუ თავი ვერ დააღწია ამ დაავადებას, არამედ უფრო მეტად მოამრავლა მისი მაპროვოცირებელი ფაქტორები.
ექიმებმა და მეცნიერებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ალერგიული დაავადებების წარმოშობასა და მიმდინარეობას, დაადგინეს, რომ თუ ალერგია ერთ მშობელს მაინც აქვს, შვილის ალერგიით დაავადების რისკი 25%-ს შეადგენს, ხოლო თუ ორივე მშობელია დაავადებული, შვილის დაავადების რისკი 40%-მდე იზრდება. ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ აუცილებელი არ არის, შვილსაც იგივე ალერგიული დაავადება ჰქონდეს, რომელიც მშობელს აქვს. მაგალითად, მცენარის მტვრის მიმართ ალერგიული ადამიანის შვილს შესაძლოა ალერგია განუვითარდეს სოკოს სპორებზე, ცხოველის ქერცლზე, ბეწვზე... ექიმები ალერგიით დაავადებულთა ნათესავებს შორის ალერგიის გავრცელებასაც დააკვირდნენ და დაადგინეს, რომ ალერგიული ნათესავები ალერგიით დაავადებულთა 70%-ს ჰყავდა. ამ და მრავალი სხვა დაკვირვების შედეგებმა ექიმებსა და მკვლევრებს აფიქრებინა, რომ ალერგიას გენეტიკური ბუნება ჰქონდა.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 11 - დან
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის