ალერგოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
ალერგოლოგია
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1993 წელს გამოაქვეყნა პროგიოზი იმის თაობაზე, რომ XXI საუკუნეში ყველაზე სწრაფად გავრცელებადი დაავადებები ალერგიული ბუნების პათოლოგიები იქნებოდა. დღეს ეს პროგნოზი მართლდება. სხვადასხვა ქვეყნის იმუნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტები ადასტურებენ, რომ წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება ალერგიული ადამიანების რაოდენობა. სპეციალისტები აღარ დავობენ იმის შესახებ, რომ ალერგიული რეაქციების გახშირებას, ერთი მხრივ, ჰიგიენის წესების დაუცველობა ან მათი მეტისმეტად გულმოდგინე დაცვა იწვევს, მეორე მხრივ კი ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობას ქიმიური მრეწველობა უწევს პროვოცირებას.
ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) ფართოდაა გავრცელებული. სტატისტიკა მოწმობს, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მეხუთე ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია ისინი. ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და ურთიერთთანხვედრითაც. ჭინჭრის ციებასახელი ამ დაავადებამ კლინიკური თავისებურების გამო მიიღო: კანზე არსებული გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ამ გამონაყარს თან ახლავს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც აიწიოს, დაერთოს თავის ტკივილი და სისუსტე.
ალერგენებსა და ალერგიის ტიპებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი ალერგოლოგი მაია ხეჩოშვილი. - ქალბატონო მაია, რა არის ალერგენები?- ადამიანის იმუნური სისტემის დაცვითი მექანიზმები საკმაოდ მრავალფეროვანი და რთულია. ერთ-ერთი მათგანია ანტისხეულების გამომუშავება, რომელთა დახმარებით ორგანიზმი უცხო ნივთიერებებს ებრძვის. იმუნური სისტემა ზოგჯერ გადაჭარბებულად რეაგირებს ორგანიზმში მოხვედრილ ანტიგენზე, რომელიც შესაძლოა არც იყოს სახიფათო. სწორედ ასეთი რეაქცია ვლინდება ალერგიის სახით, ხოლო იმ ანტიგენებს, რომლებიც ორგანიზმის სენსიბილიზაციას და ალერგიული (იმუნური) რეაქციის განვითარებას იწვევს, ეწოდება ალერგენები.
კაცობრიობამ ამ პათოლოგიას სათანადო ყურადღება მხოლოდ XIX საუკუნეში დაუთმო, სრულად კი მის არსში მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს გაერკვა. * პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც ანაფილაქსიური შოკით დაიღუპა, გახლდათ ფარაონი მენესი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2540 წელს კრაზანას ნაკბენისგან გარდაიცვალა.* მეგაპოლისებში ალერგია მოსახლეობის 30-60%-ს აღენიშნება. ამასთან, დასავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთის ქვეყნებისას 10-ჯერ აჭარბებს.* გასაოცარია, მაგრამ სოფლად, სადაც ალერგენებთან კონტაქტი გაცილებით მჭიდროა, ალერგოზებით ავადობა საგრძნობლად ჩამოუვარდება მეგაპოლისების მაჩვენებელს.
პოლინოზი ალერგიული დაავადებაა. ის მოსახლეობის 10%-ს აწუხებს. დაავადებას თივის ცხელებას უწოდებენ, თუმცა რეალურად ის არა თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული. პოლინოზს უმეტესად ხეების, მარცვლოვანი მცენარეებისა და სარეველა ბალახის მტვერი იწვევს. ალერგიულ ადამიანებს პოლინოზი მაშინ უმწვავდებათ, როცა მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია განსაზღვრულ დონეს მიაღწევს. საქართველოსთვის დამახასიათებელია მცენარეთა ყვავილობის სამი სეზონი, რის გამოც აღინიშნება პოლინოზის გამწვავების სამი ტალღა: ადრე გაზაფხულზე, გაზაფხულ-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში და ზაფხულ-შემოდგომის გარდამავალ პერიოდში. პოლინოზის განვითარების რისკფაქტორებია ალერგიით (ატოპიით) დატვირთული გენეტიკა, საცხოვრებელი ადგილი, სადაც ალერგიის გამომწვევი მცენარეები ხარობენ და ბავშვის ადრეული გადაყვანა ძროხის რძით კვებაზე.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როდესაც შვილი ალერგიული რეაქციებისადმია მიდრეკილი? რა ვაჭამოთ პატარას, ავცრათ თუ არა, როდის და როგორ ვასეირნოთ, რომ ალერგიისგან დავიცვათ? ამ და სხვა საკითხებზე ალერგოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ეკა ჩხარტიშვილი გვესაუბრება. - რომელი პროდუქტი იწვევს ბავშვებში ალერგიას ყველაზე ხშირად?- თუ ერთი მშობელი მაინც ალერგიულია ანუ ბავშვი ალერგიისადმი გენეტიკურად არის განწყობილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ბავშვებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა.
ბრონქული ასთმა ალბათ ყველას გაუგონია. რა დაავადებაა ეს და როგორ ვმართოთ, ამის შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი, უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტისა" და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ Alma Mater-ის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ალერგოლოგი ეკა ჩხარტიშვილი გვესაუბრება. - რა არის ბრონქული ასთმა?- ბრონქული ასთმა იმ კლინიკური ნიშნების ერთობლიობაა, რომლებიც სასუნთქი გზების ლორწოვან და ლორწოვანქვეშა გარსებში ქრონიკულად მიმდინარე ალერგიული ანთების შედეგად აღმოცენდება. ბრონქული ასთმის ჩამოყალიბების ალბათობა იზრდება, როცა ოჯახში არსებობს ასთმისადმი მემკვიდრეობითი განწყობა, ეგზემა ან რომელიმე ალერგიული დაავადება.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 11 - დან
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით